საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ

2017 წლის 24-30 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროგრამის ფარგლებში – „სწავლების თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიები უმაღლეს განათლებაში: ევროპული გამოცდილება და წამყვანი ტენდენციები“ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – ფიქრია თორია, მოწვეული ლექტორი – მაია აღაია და ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – თამუნა ჭყოიძე ევროპის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგნელებს სლოვაკეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიევის ტექნიკური სკოლა-ლიცეუმის, ბრატისლავის პან-ევროპის უნივერსიტეტის, პრაღის ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტისა და კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორებთან, პრორექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ევროპის უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების სურვილიც გამოთქვა.

აღნიშნული პროგრამა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტარდება და მიზნად  ეფექტური პრაქტიკის კოპლექსური შესწავლას, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე საუბარს, უცხოური გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *