სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს ვახშამი საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამსაქმებლებთან

evropis-universitetis-biznes-vakhshami-saertashoriso-urtiertobebis-sabakalavro-programais

2019 წლის 2 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტმა პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მორიგი ბიზნეს ვახშამი გამართა.
შეხვედრის მიზანი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მხრიდან ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული პროგრამის შეფასება და ამ მიზნით, პოტენციურ დამსაქმებელთა მოთხოვნების განხილვა იყო.
ღონისძიების პირველი ნაწილი ფორმალურ ვითარებაში გაიმართა.
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, თათია დოლიძემ, მოწვეულ ორგანიზაციებს შესაფასებლად წარუდგინა განახლებული პროგრამა.
პარტნიორებმა ისაუბრეს მათ მოლოდინებზე კურსდამთავრებულთა მიმართ. შეჯერდა ის ძირითადი თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რისი ფლობაც გაზრდის მოთხოვნას კურსდამთავრებულებზე და კონკურენტუნარიანს გახდის მათ საერთაშორისო ურთიერთობების ბაზარზე.
ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებმა საკონფერენციო დარბაზიდან არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს, სადაც უშუალო კომუნიკაციის პირობებში, სამომავლო პერსპექტივები და ის თანამშრომლობის ფორმები განიხილეს, რასაც უნივერსიტეტი პარტიორ ორგანიზაციებს სთავაზობს მჭიდრო და ეფექტიანი კოლაბორაციის მიზნით.

ბიზნეს ვახშამზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:

პაპუნა ლეჟავა – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი;
გიორგი მუჩაიძე – ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
ვანო აბრამიშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი;
ნიკოლოზ ჩიტაძე – საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი;
არჩილ ყარაულაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
თინათინ ხიდაშელი – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი;
ირაკლი მჭედლიშვილი – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი;
სალომე ზურაბიშვილი – სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი კლდიაშვილი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი;
ანა აბაშიძე – ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი;
ოთარ ანგურიძე – თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
გია ნოდია – დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე;
ლაშა მელაძე – სექტორი 3: ჰაბი განვითარებისთვის;
ნიკოლოზ ხატიაშვილი – საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი;
რენატა სკარჯუტე კერესელიძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორის მოადგილე;
ნინო ბალანჩივაძე – East-West Management Institute, იურიდიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი;
მარგარეტ შაქარაშვილი – Commonwealth Frontier Advisors, რეგიონალური მენეჯერი;
კახა ბახტაძე – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროგრამების მენეჯერი;
ლიკა კაციტაძე – DVV International-ის თბილისის ოფისის დირექტორის მოადგილე;
სანდრო მელია – Ca international;
ლევან დოლიძე – საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD);
ბექა ამბროლაძე – თავდაცვის სამინისტრო;
თამარ გზირიშვილი – NDI. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *