სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტი“ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ გამართავს

2017 წლის 30 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებითა და მონაწილეობით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“  გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ქართველმა და ევროპელმა მეცნიერებმა გლობალიზაციისა და მისი გამოწვევების შესახებ იდეები გაცვალონ და თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრონ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, პოლონელი, უკრაინელი და მაკედონიელი პროფესორები.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ფონზე, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სამეცნიერო ბაზარზე მაღალი ხარისხის სამეცნიერო პროდუქტითა და განათლებით შევიდეს.

კონფერენცია უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის“ ინიციატივივით გაიმართება, რომლის მკვლევრების სამეცნიერო ნამუშევრებიც ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებშია წარმოდგენილი, როგორებიც OAJI, Google Scholar, SIS  და Index Copernicus-ია.

ამ ტიპის კონფერენცია, „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით,  საქართველოში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიებაზე რამდენიმე სესია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთის ნაშრომებს გაეცნობიან და შესაბამის შეფასებებსაც მისცემენ მათ.

კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: http://www.eugb.ge/index.php 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *