სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტი” მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მიღებას სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მაგისტრის ხარისხი მიიღოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ამისათვის მან უნდა გააკეთოს შემდეგი:

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს С კატეგორიის ტესტი.
  • ჩააბაროს “ევროპის უნივერსიტეტის” შიდა გამოცდები იმ სპეციალობაში, რომლის არჩევასაც აპირებს: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი ან ადმინისტრაციული სამართალი.
  • ჩააბაროს უნივერსიტეტის შიდა გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული), როგორც წერითი, ისე ზეპირი.

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სწავლის საფასური 2500 ლარია. უნივერსიტეტის შიდა გამოცდები სექტემბერში დაინიშნება, დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ვებსაიტსა და facebook გვერდზე განვათავსებთ.

გისურვებთ წარმატებებს და გელით “ევროპის უნივერსიტეტში”!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *