“ევროპის უნივერსიტეტი“ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღებას 16 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით აცხადებს!
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა, ტესტის ტიპი – B.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა – სპეციალობაში და ინგლისურ ენაში(იხილეთ გამოცდის სანიმუშო ტესტი და გამოცდის ჩატარების წესი). იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, აღნიშნულ გამოცდას არ ჩააბარებთ.
მისაღები ადგილების რაოდენობა – 20.
გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება, შესამისი თარიღის შერჩევა კი თავად შეგიძლიათ.
პირველი ეტაპი: 15-16 სექტემბერი
- უცხო ენის გამოცდა – 15 სექტემბერი, 16:00 სთ, 507 აუდიტორია.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში – 16 სექტემბერი, 16:00 სთ, 501 აუდიტორია.
მეორე ეტაპი: 27-28 სექტემბერი
- უცხო ენის გამოცდა – 27 სექტემბერი, 16:00 სთ, 507 აუდიტორია.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში – 28 სექტემბერი, 16:00 სთ, 501 აუდიტორია.
სპეციალური პირობები მაგისტრანტობის კანდიდატთათვის:
- სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი.
- სასწავლო ცხრილის შემუშავებაში სტუდენტის სამუშაო განრიგის გათვალისწინება.
საპრეტენზიო განაცხადების მიღება 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ხელშეკრულების გაფორმება კი – არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. “ევროპის უნივერსიტეტის” სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური 2500 ლარია, რომლის გადახდაც 4 ეტაპადაა შესაძლებელი. აუცილებელია, რომ სწავლის საფასურის 1/4 ნაწილი 7 ოქტომბრამდე გადაიხადოთ იმისთვის, რომ საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი გახდეს.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
- საგამოცდო ბარათის ასლი
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: გოჩა თუთბერიძე – gtutberidze@esu.edu.ge; მაია ხურცილავა – khurcilavamaia@gmail.com