4-6 ოქტომებრს, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, ომარ შირინიანი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელშეწყობითა და Google-ის დაფინანსებით,პარიზში, Google-ის სტუდენტური კლუბების ლიდერთა სამიტზე იმყოფებოდა, სადაც სტუდენტური კლუბების მუშაობის თავისებურებები განიხილეს.
ევროპის უნივერსიტეტი Google-ის სტუდენტური კლუბების წევრი 2019 წლის ზაფხულიდან, სპეციალური კონკურსის გავლის შემდეგ გახდა.
აღნიშნული კლუბი მიზანად ტექნოლოგიური ცოდნის პოპულარიზაციასა და მის გავრცელებას ისახავს. სამომავლოდ კლუბი ევროპის უნივერსიტეტში გარკვეული ღონისძიებების ორგანიზებასაც გეგმავს.