სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტი“, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენციას – „გზა ევროინტეგრაციისკენ“ გამართავს

„გზა ევროინტეგრაციისკენ“ – ასე ეწოდება საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტი“, განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში, 25-26 სექტემბერს მოაწყობს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას ყველა საფეხურისა და ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ, მათ შორის ევროპის უმაღლესი სასწავლებლებიც. კონფერენციაზე სამუშაო ენა ქართული და ინგლისური იქნება.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • იყოთ უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი.
  • ერკვეოდეთ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ეკონომიკის, ბიზნესის, განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციური განვითარების აქტუალური პრობლემები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, ტექნოლოგიური, კულტურული და სამართლებრივი გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეები კონკურსის წესით შეირჩევიან. ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადებია:

  • 24 ივლისი – ნაშრომის სათაურისა და აბსტრაქტის (1 გვერდი, ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნის ბოლო ვადა.
  • 25 აგვისტო – ნაშრომის (7-8 გვერდამდე) გამოგზავნის ბოლო ვადა.

სტატიები წარმოადგინეთ მისამართით: festivalofscience2017@eu.edu.ge

სტატიის გაფორმების წესების შესახებ იხ.: www.eugb.ge

მიღებულ ნამუშევრებს „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორები კონკურსის წესით შეარჩევენ და გამარჯვებული ნამუშრევრების ავტორებს გამოავლნენ. სწორედ მათ  ექნებათ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

თავად ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტში“ 25-26 სექტემბერს გაიმართება. მონაწილეებმა ასევე უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციებიც – თითოეულ სპიკერს დაეთმობა არაუმეტეს 10 წუთისა. მუშაობა შემდეგი სექციების მიხედვით წარიმართება:

  • ევროპული ინტეგრაცია და ინოვაციური განვითარების პერსპექტივები
  • ეკონომიკა და ბიზნესი ევროინტეგრაციის პირობებში
  • განათლება და მეცნიერება ევროპული ინტეგრაციის ფორმატში
  • ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები

აღსანიშნავია, რომ პლენალურ სხდომასა და სექციების მუშაობას, „ევროპის უნივერსიტეტის“ დოქტორებისა და პროფესორების კონსულტაციით, თავად სტუდენტები უხელმძღვანელებენ. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო მათ მიერ წარდგენილ ნაშრომებს „ევროპის უნივერსიტეტი“ კრებულის სახით გამოსცემს.

კონფერენციის მონაწილე უცხოელ სტუდენტებს „ევროპის უნივერსიტეტი“ დაბინავებაშიც დაეხმარება (სასტუმროს დაჯავშვნა). ამასთან, მათთვის სპეციალურ გასართობ პროგრამას შეიმუშავებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა გასართობი და დასასვენებელი აქტივობები მოეწყობა.

“მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ საქართველოში უკვე მეორედ გაიმართება. მის ფარგლებში არა მხოლოდ სტუდენტური კონფერენციები, არამედ სიმპოზიუმები, ტრენინგები, გამოფენები, საჯარო ლექციები და მასტერკლასებიც მოეწყობა. ფესტივალის მიზანია ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია.

ამასთან, მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *