სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტი“ გაძლევთ შანსს სტაჟირება ევროპულ უნივერსიტეტებში გაიაროთ

evropis-universitetis-saganmanatleblo-programebis-komitetshi-studentebis-migheba

“თანამედროვე სწავლების მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიები უმაღლეს სასწავლებლებში”, – ასე ეწოდება სტაჟირების პროგრამას, რომელიც გაძლევთ შანსს ეზიაროთ ევროპულ გამოცდილებასა და წამყვან ტენდენციებს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა 24-30 ოქტომბერს არის შესაძლებელი და მის ფარგლებში თქვენ გაემგზავრებით შემდეგი მიმართულებით: სლოვაკეთ-უნგრეთი-ჩეხეთი-გერმანია-პოლონეთი.

სტაჟირების მიზანია ეფექტური პრაქტიკის, განათლებისა და მეცნიერების შესაბამისი საკითხების, შესაბამისი მარეგულირებელი და სამართლებრივი დოკუმენტების, საყოფაცხოვრებო და უცხოური გამოცდილების თარგმნა, უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო და პედაგოგიური პერსონალის პროფესიული განვითარება.

სამეცნიერო და პრაქტიკული სემინარები და კონსულტაციები ევროპული უნივერსიტეტების პედაგოგებისა და მეცნიერების მონაწილეობით ჩატარდება. სტაჟირების შედეგად მონაწილეებს სერტიფიკატები (108 საათი) გადაეცემათ.

  • სტაჟირების კოორდინატორი: ფიქრია თორია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ტელ: 593 36 62 53;
  • ელ-ფოსტა: ptoria@esu.edu.ge;
  •  რეგისტრაციის საფასური: 295 ევრო;
  •  რეგისტრაციის ბოლო ვადა – 30 სექტემბერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *