“ევროპის უნივერსიტეტს” (თბილისი, საქართველო) ევროპის სასწავლო ფონდის (ETF) მიერ მდგრადი შეხვედრების მართვის სერვისებისთვის ჩარჩო კონტრაქტი მიენიჭა.
ეს აღიარება “ევროპის უნივერსიტეტს” წილად ხვდა საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში, რომელშიც წარმოდგენილია ბირზეიტის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი (CCE) (პალესტინა) და კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია “Steps srl” – სპეციალიზებული სტრატეგიებისა და ინსტრუმენტებში ადამიანთა უნარების გასაუმჯობესებლად.
STEPS გამორჩეული კვლევითი ცენტრია, რომლის სათავო ოფისიც მდებარეობს ბოლონიაში, (იტალია), აღიარებულია ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ინიციატივების პიონერად, საგანმანათლებლო კვლევებისა და ტრადიციული მიდგომების გადაფასებაში მისი წვლილიდან გამომდინარე.
შემდგომი თანამშრომლობის საკითხების განსახილველად “ევროპის უნივერსიტეტს” STEPS-ის დამფუძნებელი და კონსორციუმის ლიდერი რობერტო რიგი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში რობერტო რიგი შეხვდა პროექტის მომზადებაში ჩართულ პირებს ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან, მათ შორის ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თათია დოლიძეს და კვლევის მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელს გვანცა ჯიჩოშვილს.
შეხვედრა ჩარჩო კონტრაქტის შესახებ არსებითი დისკუსიებს მოიცავდა. ორივე მხარემ სამომავლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც შერჩეული იქნა კონსორციუმი.
თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ETF-ის კომპეტენციაში შემავალი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და მდგრადი შეხვედრების მენეჯმენტის სერვისების განვითარების თვალსაზრისით.