სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას

evropis-universiteti-atskhadebs-mobilobas

ევროპის უნივერსიტეტი მობილობას 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს. მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გააკეთოს შემდეგი:

  • დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე, 18 იანვრის 12:00 საათიდან 1-ლი თებერვლის 18:00 საათამდე.
  • გადაიხადოს მობილობის საფასური, 40 ლარი, საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, 18 იანვრის 12:00 საათიდან 1-ლი თებერვლის 18:00 საათამდე.
  • ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 6 თებერვალს.
  • ! დეტალური ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც უნდა გაიაროს მობილობის განხორციელების მსურველმა სტუდენტმა.

ევროპის უნივერსიტეტი – მაღალი ხარისხის განათლება, სტაჟირება ევროპასა და აშშ-ში, სტუდენტური ცხოვრება, კომფორტული გარემო, დასაქმება.

  1. ევროპის უნივერსიტეტი მობილობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე აცხადებს:
  • კომპიუტერული სისტემები და ქსელები – 2250 ლარი;
  • ფინანსები და საბანკო საქმე – 2250 ლარი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება – 2250 ლარი;
  • ტურიზმის ადმინისტრირება – 2250 ლარი;
  • პროგრამირება და ვებ-დეველომპენტი – 2250 ლარი;

       2. ევროპის უნივერსიტეტი მობილობას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე აცხადებს:

  • სამართალი – 2250 ლარი;
  • ფსიქოლოგია – 2250 ლარი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 2250 ლარი;

       3. ევროპის უნივერსიტეტი მობილობას მედიცინის ფაკულტეტის შემდეგ ერთსაფეხურიან პროგრამებზე აცხადებს:

  • დიპლომირებული სტომატოლოგი – 2250 ლარი;
  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) – 2250 ლარი (ქართველი სტუდენტებისთვის), 4000 $-ის ექვივალენტი ლარში (უცხოელი სტუდენტებისთვის);

EU-ში ჩარიცხვის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსებაუნივერსიტეტში).
  • პირადობის მოწმობი სასლი.
  • სასწავლო ბარათი (დედანი).
  • ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი ან დედანი.
  • სამხედრო მიწერის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის).
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის).
  • გამომშვები უნივერსიტეტიდან ამორიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
  • 1 ფოტოსურათი 3X4, CD დისკთან ერთად.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენი facebook გვერდის მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 2 000 171.

ევროპის უნივერსიტეტი – განათლება ქმნის მომავალს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *