სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“

shps-evropis-universiteti-atskhadebs-ghia-konkurss-saertashoriso-urtiertobebis-speroshi

ევროპის უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ (60 კრედიტი), შემდეგ  საგნ(ებ)ზე/მოდულ(ებ)ზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური  – VII-XII კლასი);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი);
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური– VII-XII კლასი);
  • ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური – I-VI კლასი);
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);

საბუთების მიღების ვადები გამოქვეყნდება ამავე საიტზე.

,,მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე“ სწავლის მსურველმა პირმა დადგენილ ვადაში ,,ევროპის უნივერსიტეტში“ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
  • ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მომდევნო ეტაპი – უნივერსიტეტის მიერ დადგენილი გამოცდის ჩაბარება – ესსეს დაწერა. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ.

საკონტაქტო პირი: მაია ხურცილავა; ტელ: 595 33 32 42

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *