„ევროპის უნივერსიტეტის“ გადაწყვეტილებით, ის აბიტურიენტები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს პირველ, მეორე ან მესამე პრიორიტეტად აირჩევენ, 2250 ლარის ნაცვლად, 1575 ლარად ისწავლიან. თუმცა, მთავარი ისაა, რომ გიამბოთ, რატომ უნდა შეაჩერო შენი არჩევანი აუცილებლად ჩვენზე და რატომ არ უნდა გაუშვა ხელიდან შანსი, მიიღო ევროპული განათლება საქართველოში!
- „ევროპის უნივერსიტეტში“ ლექციებს ის პროფესორები კითხულობენ, რომლებსაც განათლება დასავლეთის ქვეყნებში აქვთ მიღებული. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ დასავლეთის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებთან, რომელთა ლექტორები ჩვენთან ლექციებს რეგულარულად კითხულობენ.
2017 წლის სასწავლო წლისათვის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მიღება საერთაშორისო სამართლის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამებზე გამოაცხადა. ჩვენ შენთვის უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს:
- სამართლის ფაკულტეტი წარჩინებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე ევროპის საბჭოს რამდენიმე კომიტეტში უშვებს. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს შანსი აქვთ ქალაქ მაიამის სასამართლოშიც გაიარონ პრაქტიკა.
- წელიწადში ორჯერ, აშშ-ს უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსს ინგლისურ ენაზე კითხულობენ. კურსის დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტუდენტებს აშშ-ს უნივერსიტეტების მიერ გაცემული სერთიფიკატები გადაეცემათ.
- ჩვენს სტუდენტებს სტაჟირებაზე სხვადასხვა საჯარო უწყებაში, პროკურატურაში, საქალაქო, უზენაესსა და სააპელაციო სასამართლოებშიც ვუშვებთ.
- სამართლის ფაკულტეტი თანამშრომლობს უცხოურ უნივერსიტეტებთან, რომელთა სამეცნიერო გამოცემებში ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორების ნამუშევრები ქვეყნდება. ამასთან, უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემები უცხოური უნივერსიტეტების სტატიებსაც ბეჭდავს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა მიღება ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ადმინისტრირების, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების, ასევე პროგრამირებისა და ვებ-დეველოპმენტის საბაკალავრო პროგრამებზე გამოაცხადა. ფაკულტეტი გთავაზობს შემდეგს:
- ფაკულტეტი თანამშრომლობს ევროპისა და აშშ-ს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა მიჩიგანის, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მემფისის უნივერსიტეტთანაც. ჩვენთან რეგულარულად ჩამოდიან აშშ-ს უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები და კითხულობენ ლექციებს.
- ფაკულტეტის სტუდენტებს შანსი აქვთ ილინოისის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორების სპეც-კურსებს დაესწრონ. კურსის წარმატებულ მონაწილეებს მიენიჭებათ ბეჯები, რაც ნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ჩიკაგოს უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში განთავსდება. აღნიშნული კი მათ უცხოელ დამსაქმებელს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათი ცოდნის შსახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოს.
- ფაკულტეტი ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების ჯგუფს ქმნის იმისთვის, რომ მათ მიჩიგანის უნივერსიტეტიტადან მოწვეულმა პროფესორმა, ერთი თვის განმავლობაში, ლექციები ოპერაციულ მენეჯმენტში წაუკითხონ.
- უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს აქვს სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი – „გლობალიზაცია და ბიზნესი“, რომელიც არის არა მხოლოდ რეფერირებადი, არამედ ინდექსირებადი ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, როგორებიც OAJI, SIS, Google Scholar და Index Copernicus-ია.
- ამავე ფაკულტეტს აქვს გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ინსტიტუტიც, რომელშიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს. ინსტიტუტის ორგანიზებით, ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციები ეწყობა, რომელშიც მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე ევროპელი მეცნიერები იღებენ ხოლმე.
მედიცინის ფაკუტეტი წელს დიპლომირებული სტომატოლოგის საბაკალავრო პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ფაკულტეტი სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ მუშაოაბასაც სთავაზობს. ამისთვის, უნივერსიტეტის შენობაში სამედიცინო სივრცე ცალკეა გამოყოფილი, რომელშიც ჩვენი სტუდენტები სტომატოლოგის პრაქტიკულ უნარებს ივითარებენ.
სტუდენტური ცხოვრება:
მიგვაჩნია, რომ სტუდენტმა უნივერსიტეტიდან არა მხოლოდ აკადემიური განათლება უნდა მიიღოს, არამედ ჩაერთოს სხვადახვა კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობაში. სწორედ ამიტომ, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს აქვთ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, გვაქვს თეატრალური დასი და მოლაშქრეთა კლუბი. უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სხვადახვა სპორტულ შეჯიბრებაში, არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც.