Faculty of Veterinary News

Internship programme for the Faculty of Veterinary Medicine of the “European University” at the Estonian University of Life Sciences

tartu-konkursi

“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსს აცხადებს.

სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად”ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის. პროგრამის მიზანია სტუდენტებისთვის ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება.

კლინიკური სტაჟირების პერიოდი: 2024 წლის 2-8 სექტემბერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის:

1. სტუდენტის 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრება / GPA უნდა იყოს 2.4 ან მეტი.

2. სტუდენტი უნდა იყოს “ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (I – II კურსი).

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

1. სამოტივაციო წერილი

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: vetstudentcompetition@eu.edu.ge 24 ივნისიდან 28 ივნისის 16:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 1-5 ივლისის პერიოდში

და კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.

შედეგები გამოქვეყნდება 12 ივლისს.

შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს სრულად დააფინანსებს “ევროპის უნივერსიტეტი”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *