22 ივნისს საბერძნეთში „ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და პოპ ჯგუფმა „გამორჩEUლმა“ ქართული კულტურის საღამოში მიიღეს მონაწილეობა.
სალონიკში გამართულ კონცერტს ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩვენი ცეკვისა და სიმღერის გუნდებთან ერთად მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსაბმლი „ფესვები“ წარსდგა.
პოპ ჯგუფი „გამორჩEUლი“-ს ხელმძღვანელმა თამარ გულუამ და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფმა პაატა ხურცილავამ საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ადგილობრივი მაყურებლისთვის სპეციალური ნომრები მოამზადეს.
საღამოს სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ჩხაიძე და არისტოტელეს უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი მათურელი ესწრებოდნენ.