სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

„ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება“ – კონფერენციისთვის ნაშრომების მიღება დაიწყო

„ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება“ – კონფერენციისთვის ნაშრომების მიღება დაიწყო

2017-10-20

2018 წლის 14 სექტემბერს სამეცნიერო კონფერენცია – „ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება“ გაიმართება. ღონისძიება პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემის 100 წლისთავს მიეძღვნება და განსახილველ საკითხთა ძირითადი თემატიკა სხვადასხვა ჭრილში დანახული ეკონომიკური საკითხები იქნება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი, ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი.

საკონფერენციო მასალების წარდგენის ვადები:

  • ანოტაცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა): 2018 წლის 15 თებერვალი.
  • მოხსენება: 2018 წლის 15 ივნისი.

! აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი: სტატია უნდა იყოს არაუმეტეს 3000 სიტყვისა, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს – 2.5 სმ., ზედა და ქვედა – 2 სმ., გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს, სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი და ელფოსტა, ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 150-200 სიტყვა, საკვანძო სიტყვები 3-5, აკრეფილი Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 10).

მასალები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: givbed@gmail.com . 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *