ნინო ტალიაშვილი
რექტორი
ნინო ტალიაშვილი ევროპის უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე 2021 წელს დაინიშნა.
ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2016 წლიდან ნინო ტალიაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი. დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან (ADB), როგორც პროფესიული განათლების სამართლის ექსპერტი.
მას აქვს პედაგოგიური გამოცდილებაც, კერძოდ, 2014 წლიდან 2019 წლამდე იგი იყო მოწვეული ლექტორი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
სამუშაო გამოცდილება:
- 2020 – ვიცე-რექტორი ქუთაისის უნივერსიტეტში (UNIK) სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით
- 2019 – 2020 ვიცე-რექტორი ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით
- 2019 – 2021 პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი
- 2017 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი
- 2015 – 2019 ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი
- 2010 – 2015 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი
კონტაქტი: nino.taliashvili@eu.edu.ge