სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრი

სამსახურის შესახებ

სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ფუნქციებია:

  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული სწავლების თანამედროვე მეთოდების მოძიება და სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობა.
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების მიმართულებით ტრენინგ-მოდულების შემუშავება, ტრენერების გადამზადება და ტრენინგ-კურსების ორგანიზება.
  • სწავლების მიმართულებით ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
  • უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

trainingcenter@eu.edu.ge

  • მაგული ღამბაშიძე
  • სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი
  • 2 000 171 (143)
  • maguli.gambashidze@eu.edu.ge

სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალისთვის შეთავაზებული ტრენინგ-მოდულები:

მიზანი – უნივერსიტეტში შეფასების მეთოდების გაუმჯობესება და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით; მონაწილეებისთვის შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების საჭიროებისა და მნიშვნელობის გაცნობა; მონაწილეებისთვის შეფასების ძირითადი მიდგომების, ეროვნული სტანდარტების, შეფასების პრინციპებისა და ძირითადი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მონაწილეებისთვის შეფასების თანამედროვე მეთოდების უნარ-ჩვევების განვითარებაში დახამრება.

ტრენინგის მიზანია-მონაწილეებს გააცნოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები და აქტიური სწავლებისთვის საჭირო ინსტრუმენტები; უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით; მონაწილეებისთვის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება; მონაწილეებისთვის სასწავლო კურსის მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული სწავლის მეთოდების სწორად განსაზღვრის დემონსტრირება და მსმენელთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება.

მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების სფეროში ჩართული აკადემიური და კლინიკური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების განვითარებას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სწავლების თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებს, აქტიური სწავლების სტრატეგიებსა და ეფექტური შეფასების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სწავლის შედეგებზე დაფუძნებულ დაგეგმვას, უკუკავშირის ეფექტიან გამოყენებასა და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების პრაქტიკულ მექანიზმებს. ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად დაგეგმვასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

მსმენელები ეცნობიან იმ უახლეს ელექტრონულ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება შერეული სწავლების დროს. შესაბამისად, ტრენინგის მიზანია პირისპირ და ონლაინ სწავლებათა ძირითადი მახასიათებლების გათვალისწინებით წინასწარ შერჩეული ელ. პლატფორმების, ონლაინ კურსებისა თუ აპლიკაციების გამოყენების უპირატესობათა წარმოჩენა და მათი სასწავლო კურსებში იმპლიმენტირება.

ტრენინგის მიზანია Moodle-ის პლატფორმისა და მისი ფუნქციების დამსწრეთათვის გაცნობა, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია სასწავლო პროცესის გამართულად და სწორად წარმართვისათვის. ტრენინგის ფარგლებში პერსონალი ეცნობა Moodle-ის პლატფორმის გამოყენებით თუ როგორ მოახდინოს სასწავლო კურსის ორგანიზება, სასწავლო მასალების თავმოყრა და სტუდენტებთან გაზიარება, სტუდენტებისთვის დავალებებისა და სხვადასხვა აქტივობების, მათ შორის, ქვიზების, გამოკითხვების, ფორუმების და ა.შ. შექმნა, სტუდენტსა და ლექტორს შორის კომუნიკაცია, სტუდენტების ნაშრომების შემოწმება პლაგიატზე, პირადი ფაილების, მათ შორის, კითხვების ბანკის შექმნა.

ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და თანამედროვე ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების ხელშეწყობას სწავლა-სწავლების პროცესში. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა ვებპლატფორმასა და პროგრამას, შეუძლიათ ინტერაქტიული, ვიზუალურად მიმზიდველი და საგანმანათლებლო მიზნებზე მორგებული რესურსების შექმნა, რაც აძლიერებს სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებას, ზრდის სტუდენტების ჩართულობას და აუმჯობესებს სწავლების ხარისხს.

ტრენინგ-მოდულის მიზანია აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების ცნობადობის სტუდენტებში ამაღლების უნარის გამომუშავება ლექტორებისთვის, პლაგიატის ამომცნობი პროგრამის – Turnitin.com -ის გამოყენების ხელშეწყობა სწავლებისას და შეფასებისას. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას ჩამოთვლილი საკითხების შესახებ. როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატის შემთხვევები საკუთარ ნაშრომებში; როგორ მოვიძიოთ და შევარჩიოთ სანდო სამეცნიერო წყაროები; როგორ ამოვიცნოთ პლაგიატი და არაკეთილსინდისიერი მიდგომა სხვების ტექსტებში; როგორ შევქმნათ სავარჯიშო სტუდენტებისთვის პლაგიატის დამდგენ პროგრამებში და როგორ ავტირთოთ ნაშრომი; როგორ უნდა გამოვიყენოთ პროგრამის მიერ მოცემული ინსტრუქციები ნაშრომების ატვირთვის შემდეგ; როგორ შევამოწმოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტი პლაგიატზე Turnitin-ის  საშუალებით.

ტრენინგის  მსმენელები ეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონირების მექანიზმებს, სხვადასხვა ინსტრუმენს და მათ გამოყენების გზებს.  ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენების წესები სწავლა-სწავლების დროს.

ონლაინვორკშოპი მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის როლს უმაღლეს განათლებაში. მონაწილეები გაეცნენ AI-ის შესაძლო გამოყენებას სწავლების, სწავლისა და კვლევის პროცესებში და ასევე განიხილეს ეთიკური საკითხები, როგორიცაა აკადემიური კეთილსინდისიერება, ალგორითმული მიკერძოება, თანასწორობა და მონაცემთა კონფიდენციალობა. 

ტრენინგის მიზანია მონაწილეთა მედიაწიგნიერების ცოდნის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, რაც ეხმარებათ მათ სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციის სანდოობის შეფასებასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მონაწილეები ეცნობიან მედიის გავლენის მექანიზმებს, ყალბი და სანდო წყაროების გარჩევას, ციფრული ჰიგიენის დაცვის მეთოდებს და ინფორმაციის დეკოდირების პრაქტიკულ გზებს. მიღებული ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს როგორც სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სტუდენტების ინფორმაციული და მედია-კულტურის გაძლიერებას.

მიზანი – ტრენინგის მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის ეფექტიანი დაგეგმვის პრინციპებში; მონაწილეებისთვის სასწავლო კურსის ეფექტიანი დაგეგმვის თანამედროვე მიდგომებისა  და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, ზოგადი და საუნივერსიტეტო აკრედიტაციის სტანდარტების გაცნობა; მონაწილეებისთვის სასწავლო კურსის მიზნების, შედეგების, შინაარსისა და მეთოდების სილაბუსში სწორად განსაზღვრის დემონსტრირება და მონაწილეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება.

ტრენინგი ემსახურება პედაგოგთა ინფორმირებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებაში, რათა სწავლა-სწავლების პროცესი გახდეს უფრო ეფექტური, საინტერესო და სტუდენტზე ორიენტირებული. მონაწილეები გაეცნობიან ჯგუფური მუშაობის, როლური თამაშებისა და ქეისებზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობებსა და გამოყენების გზებს, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტთა ჩართულობის ზრდას საუნივერსიტეტო გარემოში.

ტრენინგის მონაწილეები განივითარებენ ცოდნასა და უნარებს თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებაში, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის გააქტიურებას, მოტივაციის გაზრდას და სასწავლო მიზნების ეფექტურად მიღწევას. მსმენელები ეცნობიან თამაშზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებსა და მათ პედაგოგიურ დანიშნულებას, სწავლობენ როგორ აირჩიონ ან შექმნან სასწავლო მიზნებზე მორგებული თამაშები, უზრუნველყონ აქტიური ჩართულობა და ცოდნის ტრანსფერი, როგორ წაახალისონ შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება. მიღებული გამოცდილება მათ საშუალებას მისცემს საკუთარი საგნობრივი და სასწავლო პრაქტიკა გაამდიდრონ ინტერაქტიული, კოგნიტურ და სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული აქტივობებით, რაც დადებითად აისახება როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა ჩართულობასა და აკადემიურ შედეგებზე.

ტრენინგი ემსახურება პედაგოგთა ცნობიერებისა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას ემოციური ინტელექტის მნიშვნელობის, მისი განვითარების მეთოდებისა და სწავლა-სწავლების პროცესში ეფექტურად ინტეგრირების გზების შესახებ, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებას, მოტივაციასა და ემოციურ კეთილდღეობას.

ვორკშოპი წარმოადგენს ინტერაქტიურ, პრაქტიკაზე ორიენტირებულ შეხვედრას, რომლის მიზანია ემოციური ინტელექტის (EQ) განვითარება პროფესიულ და პირად კონტექსტში. შეხვედრა აერთიანებს მოკლე თეორიულ ჩარჩოებსა და მრავალფეროვან პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს თვითცნობიერების ამაღლებას, ემოციების მართვას, ეფექტურ კომუნიკაციასა და აკადემიურ გარემოში ურთიერთობების გაუმჯობესებას. ვორკშოპი ემსახურება: ლექტორების ემოციური ცნობიერების გაღრმავებას; ერთმანეთთან ღია და უსაფრთხო კომუნიკაციის ჩამოყალიბებას; სწავლა-სწავლების პროცესში ემოციური ფაქტორის გააზრებას; მონაწილეებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრის თემებად განისაზღვრა: ემოციური ინტელექტის არსი და კომპონენტები, თვითცნობიერება და ემოციების ამოცნობა, ემოციების რეგულაცია და სტრესის მართვა, ემპათია და აქტიური მოსმენა, ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირი,ლექტორის ემოციური გავლენა აუდიტორიაზე.

(ქეისებითა და დილემებით სწავლება) – მიზანი – მონაწილეებისთვის სწავლების პროცესში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების გამოყნების არსისა და მნიშვნელობის გაცნობა; მონაწილეებისთვის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენების ტექნიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; უნივერსიტეტში პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების  მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით. 

სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ-ცენტრი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგებს სისტემატურად სთავაზობს უფასო ტრენინგებს, მათი პროფესიული გაძლიერების მიზნით:

ტრენინგი წარმოადგენს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების თემის პრაქტიკულ გაგრძელებას და ფოკუსირებულია ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. ტრენინგის მიზანი: მონაწილე მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო აპლიკაციების პედაგოგიურად გააზრებული და პრაქტიკულად ეფექტიანი გამოყენების უნარის განვითარება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერების მიზნით. ტრენინგის შედეგი: ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ინტერაქტიული ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებას საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში, შექმნიან ტესტებსა და სასწავლო აქტივობებს სხვადასხვა პლატფორმაზე და გააუმჯობესებენ მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლის შედეგებს. მპირველ ნაწილში მონაწილეები ესწრებიან მოდელირებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს, სადაც გამოყენებული იქნება ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Mentimeter, Wordwall, Blooket, Wayground და სხვა აპლიკაციები. მეორე ნაწილში ტრენინგი გრძელდება პრაქტიკული სამუშაოთი „კეთებით სწავლების“ მიდგომით — მონაწილეები თავად ქმნიან ინტერაქტიულ აქტივობებსა და შეფასების ინსტრუმენტებს და იღებენ ტექნიკურ და პედაგოგიურ რეკომენდაციებს მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას კლასის   მართვის აქტუალურ გამოწვევებზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ეფექტურ პრაქტიკებზე. მონაწილეები ეცნობიან და განივითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ინტეგრირებაში თავიანთ    ყოველდღიურ    პრაქტიკაში.    ტრენინგის   შემდეგ   ისინი   შეძლებენ  მოსწავლეთა ჩართულობისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ: გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება კლასის მართვის საკითხებზე; დაადგინონ და გააანალიზონ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ძირითადი გამოწვევები; იმსჯელონ   მოსწავლეზე   ორიენტირებული  სწავლების  კონტექსტში  არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე; შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომები გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ტრენინგი მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას ისეთი უნარების გაძლიერებით, როგორიცაა გაკვეთილის ეფექტიანი დაგეგმვა, მიზნების სწორად ჩამოყალიბება და შეფასების თანამედროვე მიდგომების  ინტეგრირება სწავლების პროცესში. ოთხსაათიანი სესია აერთიანებს თეორიულ ბლოკებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და საერთაშორისო გამოცდილების განხილვას, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიაზრონ, როგორია სწორი შეფასების მოდელი, რომელიც არა მხოლოდ აკონტროლებს, არამედ ავითარებს მოსწავლეს.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან შეფასების სამ ძირითად ტიპს – განმსაზღვრელს, განმავითარებელს და შემაჯამებელს. იგებენ, რატომ არის განმავითარებელი შეფასება თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მთავარი  ღერძი. SMART მიზნების ფორმულირების პრაქტიკა მონაწილეებს შეაძლებინებს, საკუთარი საგნის კონტექსტში შეიმუშაონ ზუსტი, გაზომვადი და რეალისტური სასწავლო მიზნები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება შესაბამის შეფასებით ფორმებს. ტრენინგზე მსმენელები იმუშავებენ ორ პრაქტიკულ აქტივობაზე: გაკვეთილის დაგეგმვის სავარჯიშო, სადაც მონაწილეები ქმნიან საკუთარ გაკვეთილის სტრუქტურას, ასევე, რუბრიკის შედგენის დავალება, რომელიც ეხმარება მათ სწავლის ხარისხის დონეების  განსაზღვრაში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გაიაზრებენ, რომ დაგეგმვა და შეფასება ერთი მთლიანობის ორი მხარეა და სწორად შერწყმის შემთხვევაში ისინი ქმნიან სწავლების პროცესს, სადაც მოსწავლე არა უბრალოდ ასრულებს დავალებებს, არამედ პროგრესს განიცდის, ხედავს საკუთარ განვითარებას და იღებს ხარისხიან უკუკავშირს.

ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, სასწავლო გუნდში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ათვისებას. მონაწილეები შეძლებენ შიდა დაკვირვების და ურთიერთდაკვირვების გამოყენებას პროფესიული განვითარების ინსტრუმენტად, შექმნიან და განავითარებენ საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოს და განახორციელებენ თვითშეფასებას და შიდა მონიტორინგს სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ: გააზიარონ საკუთარი გამოცდილება სასწავლო გუნდში თანამშრომლობისა და შიდა დაკვირვების საკითხებზე; შეისწავლონ პრაქტიკული მიდგომები პროფესიული პორტფოლიოს შედგენისა და განვითარებისათვის; განიხილონ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი; მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიურ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რეფლექსიაში და უკუკავშირის აქტივობებში.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტარტეგიები  –  ქიესებით და დილემებით სწავლება; ქეისების შედგენის საფხურები და ქეისტექნოლოგიით სწვალების ეტაპები; დილემების სწვალება  – ღირებულებითი განათლება; ქეისებისა და დილემების პრაქტიკული მაგალითები.

ტრენინგის მიზანია მსმენელები გაეცნონ სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებს, დაგეგმონ სასწავლო პროცესი სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებით, გააანალიზონ და შეძლონ სასწავლო პროცესის დაგეგმვა და საკლასო აქტივობების/დავალებების შერჩევა დასახული მიზნების შესაბამისად, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების, სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებით. ტრენინგზე განსახილველი საკითხები გახლავთ: უნივერსალური დიზაინის ზოგადი მიმოხილვა და განათლების უფლების მნიშვნელობა; უნივერსალური დიზაინის ძირითადი კრიტერიუმები; ყველა მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო მეთოდების, მასალის და შეფასების სისტემის გამოყენების მნიშვნელობა და აუცილებლობა; სასწავლო მასალის მრავალფეროვნება, ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმები, გამოხატვის მრავალფეროვანი გზები და მოტივაციის შექმნის შესაძლებლობები; სასკოლო კურიკულუმისა და სწავლა-სწავლების სტრატეგიების მთავარი კომპონენტები; კონკრეტული სტრატეგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში; სწავლა-სწავლების სტრატეგიები კონკრეტული სირთულეების მქონე
მოსწავლეებთან სწავლების უნივერსალური დიზაინის კონტექსტში.