ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდის ფორმატი:
სპეციალობის გამოცდა:
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდა მოიცავს შემდეგ საკითხებს ზოგადი მენეჯმენტიდან:
- ორგანიზაცია და გარემო:
- ორგანიზაციის შიდა და გარე გარემო
- ორგანიზაციის შიგნით მოქმედი ფაქტორები
- გარე გარემო ბიზნესში: პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები
- გადაწყვეტილების მიღება:
- ორგანიზაციული გადაწყვეტილებები
- პრობლემის რაციონალური გადაწყვეტა
- გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესზე მოქმედი ფაქტორები
- სტრატეგიული დაგეგმვა :
- ორგანიზაციის მისია და მიზნები;
- ორგანიზაციის გარე გარემოს შეფასება და ანალიზი
- ორგანიზაციის შიდა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვლევა
- სტრატეგიული ალტერნატივების შერჩევა
- სტრატეგიული გეგმის რეალიზაცია
- ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა :
- მენეჯერის საქმიანობა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა
- ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკის როლი თანამედროვე მენეჯმენტში
რეკომენდირებული სახელმძღვანელოები:
- მაჭავარიანი შ. მენეჯმენტის საფუძვლები, თეორიები, კონცეფციები და პრაქტიკული მიდგომები, თბ., 2014
- შუბლაძე გ., მღებრიშვილი ბ., წოწკოლაური ფ., მენეჯმენტის საფუძვლები
- ხომერიკი თ., მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2008
- ტუღუში მ., ყირიმლიშვილი ნ., მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2012
ტექნიკური დეტალები:
საგამოცდო ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან:
- 3 სიტუაციური ამოცანა/ქეისი
- 10 ტესტი
გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი
შეფასების კრიტერიუმები:
თითოეული ტესტის მაქსიმალური შეფასება – 1 ქულა
არასწორად მონიშნული/შეუვსებელი ტესტი – 0 ქულა
- ქეისი #1 – მაქსიმუმ 10 ქულა
- ქეისი #2 – მაქსიმუმ 5 ქულა
- ქეისი #3 – მაქსიმუმ 5 ქულა
გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით.
მინიმალური ზღვარი საგამოცდო კომპონენტში არის 50 %, ანუ 15 ქულა.
ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი:
გამოცდის ფორმატი:
გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის მიხედვით
- წერა
- კითხვა
- ლაპარაკი
- მოსმენა
გამოცდის მაქსიმალური ქულაა 100.
თითოეული კომპონენტის მაქსიმალური ქულაა 25.
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას ოთხივე კომპონენტიდან.
გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი
გამოცდის დამხმარე მასალა იხ. თანდართული ფაილებისა და ბმულის სახით:
https://drive.google.com/drive/u/2/folders/1ziw4uAvHJQ7nm6rWlF0F8gERH-9Xctaw