2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით, “ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტებისთვის მისაღები ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ასობით სტუდენტი დაესწრო, მათ შორის ისინიც, ვინც ჩვენს უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხა.
ღონისძიება უნივერსიტეტის პრორექტორმა – გოჩა თუთბერიძემ გახსნა. მან სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართეს სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა – მაია ხურცილავამ და ლექტორებმა.
მოგვიანებით ტრიბუნასთან ისევ პრორექტორი – გოჩა თუთბერიძე ავიდა და “ვროპის უნივერსიტეტის” პროექტის – “აღმოაჩინე საუკეთესო აბიტურიენტის” გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცა. აღნიშული პროექტის ფარგლებში ჩვენმა უნივერსიტეტმა კახეთისა და იმერეთის რეგიონში 5 წარჩინებული აბიურიენტი გამოავლინა, რომლებიც “ვროპის უნივერსიტეტში” 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან.
მოგვიანებით უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა ფურშეტი და საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.