“ევროპის უნივერსიტეტსა” და სტამბოლის გალათას უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.
სტამბოლის გალათას უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო საქმიანობა 2020 წელს დაიწყო. უნივერსიტეტი სტუდენტებს 21 საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით: სტომატოლოგიის ფაკულტეტი, ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი და პროფესიული სასწავლებელი.