საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტი” ევროპის ასოციაციის საერთაშორისო განათლების ყოველწლიურ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

“კულტურათა მოზაიკა” – ასე ეწოდება ევროპის ასოციაციის საერთაშორისო განათლების ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში 12-15 სექტემბერს იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტები იღებენ, საქართველოს წარმომადგენლები კი სევილიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის – Study in Georgia-ს ინიციატივით გაემგზავრნენ.

“ევროპის უნივერსიტეტთან” ერთად, ჩვენი ქვეყნიდან კონფერენციას ესწრებიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვ. კონფერენცია მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში მოპოვებული გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის ახალი კავშირების დამყარებას.

მას შემდეგ, რაც 12 სექტემბერს მსოფლიოს უნივერსიტეტებმა კონფერენციაზე რეგისტრაცია გაიარეს, დღეს ისინი თავიანთი სტენდებით წარდგნენ. “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელს – თამარ ზარგინავასა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს – მაია ხურცილავას დილიდან რამდენიმე უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულების წარმომადგენელთან ჰქონდათ შეხვედრა, მათ შორის: “ნიდერლანდების ტექნიკურ უნივერსიტეტს”, “ბონის უნივერსიტეტს”, “პოლონეთის უნივერსიტეტსა” და “ჩინეთის უნივერსიტეტს”. ღონისძიება15 სექტემბერს დასრულდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *