“ევროპის უნივერსიტეტში” მობილობით გადმოსული სტუდენტების საყურადღებოდ! აკადემიურ რეგისტრაციას (საგნებზე დარეგისტრირებას) შეძლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან თქვენი ჩარიცხვის შესახებ უნივერსიტეტში ბრძანება მოვა! ამის შემდეგ:
- უნივერსიტეტი გაცნობებთ ჩარიცხვის, ასევე საგნებზე დარეგისტრირების ვადების შესახებ.
- უნივერსიტეტში მოსვლამდე უნდა გადაიხადოთ სწავლის წლიური საფასურის – 1800 ლარის 1/4 ნაწილი და მოსვლისას წარადგინოთ გადახდის ქვითარი.
- ჩვენ მიერ განსაზღვრულ ვადებში, უნდა მობრძანდეთ უნივერსიტეტში და ფაკულტეტების მენეჯერები საგნების არჩევაში დაგეხმარებიან.
- ამავე ეტაპზე, უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას გააფორმებთ.