სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის ღია კარის დღეს უმასპინძლა

2017 წლის 29 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტმა ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის ღია კარის დღეს უმასპინძლა! ღონისძიების ორგანიზატორებმა სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ოლიმპიადისა და უფასო ონლაინ-მეცადინეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე ოლიმპიადის სანიმუშო ტესტები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. ჯეოლოჯიქის ოლიმპიადა საქართველოში პირველად ტარდება და მისი გენერალური სპონსორი ევროპის უნივერსიტეტია.

ოლიმპიადის ძირითადი მიზანია განათლების ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც შეძლებს სკოლებში მეთოდური კვლევისა და ექსპერტების აზრის შეჯერების შედეგად, ახალი სასწავლო ინსტრუმენტების დანერგვა. ამასთან, მოსწავლეთა შორის ტალანტების აღმოჩენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის მომსახურების დონის სრულყოფა მაღალ ინტელექტუალური შინაარსის მქონე ტესტებით, მამოტივირებელი პრიზებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით.

ჯეოლოჯიქის ოლიმპიადა მათემატიკაში, ზოგად უნარ-ჩვევებსა და ინგლისურ ენაში ჩატარდება. ოლიმპიადის ღია კარის დღეები 5 და 12 ნოემბერსაც გაიმართება. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599 00 30 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@geo-logic.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *