2 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღეზე იწვევს.
ღია კარის დღეზე სამართლის დოქტორი და პროფესორი თათია დოლიძე იურისტის პროფესიის მნიშვნელობას გაგაცნობთ.
დაათვალიერებთ უნივერსიტეტის სივრცეს და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას სამართლის საბაკალავრო პროგრამის შესახებ.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ საჯარო ლექციას თემაზე: “ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გავლენა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე“.
ლექციის შემდეგ აბიტურიენტების ჩართულობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართება.
დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ღია კარის დღე_განრიგი
ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://bit.ly/3ZiZmiL
რეგისტრაციის ბოლო ვადაა, 1 აპრილი, 18:00 საათი.
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი #76.