საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ერაზმუს+ მობილობის პროგრამის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

erazmus-mobilobis-programis-shesarchevi-konkursis

ჩეხეთის, რუმინეთისა და თურქეთის უნივერსიტეტებში ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტების შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტისა და  სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ოთხი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.

“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ფარაჰ მოამარ იბრაჰიმ ალ ჯეფუტი და ფეირუზ ახმად ხასანი მასარიკის უნივერსიტეტსა (ჩეხეთი) და ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში (თურქეთი) გაემგზავრებიან.

ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი ანა ეჯიბაძე რუმინეთში, კერძოდ, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტში გაატარებს 2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს, საერთაშორისო ურთერთობების პროგრამის სტუდენტი გიგი გიორგობიანი კი მასარიკის უნივერსიტეტში ისწავლის.

აღნიშნული სტუდენტები ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობას სრული დაფინანსებით შეძლებენ, რაც გულისხმობს უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *