“ევროპის უნივერსიტეტსა” და “პროფესიული კვლევების კოლეჯს – პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრ ICEPS” (სერბეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
“პროფესიული კვლევების კოლეჯი – პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი ICEPS” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” სერბეთში რიგით პირველი პარტნიორია.