მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

praktika-jo-enis-hospitalshi

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 11-დან  25 აპრილის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

ა) GPA > 3.

ბ) სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4, მე-5 და მე-6 კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ სამოტივაციო წერილი მეილზე: studentscompetition@eu.edu.ge, 2023 წლის 6 აპრილის 22:00 საათამდე.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სტუდენტი შეირჩევა.

სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 7 აპრილს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 10 აპრილს.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატები გაიცემა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *