სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ამერიკელმა პროფესორმა – ტომას პოუპმა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები ბიბლუს გალერიში გადასცა

2017 წლის 2 ოქტომბერს, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სალექციო კურსის ჩასატარებლად, ევროპის უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი, სამოქალაქო სამართლის ექსპერტი და ადვოკატი, ტომას პოუპი, ეწვია. ლექციებზე, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამერიკელი ექსპერტის თვალით დანახულ აშშ-ს სამოქალაქო სამართალწარმოებას საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში გაცნობოდნენ. შესაბამისი ტესტირების ჩაბარების შემდგომ, სტუდენტებისთვის ავსტრიის საერთაშორისო სამართლის სწავლების ცენტრის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ბიბლუს გალერის კაფეში გაიმართა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *