2017 წლის 12 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში თეირანის ენათა ინსტიტუტის რექტორის, აკბარ გაფურის, ვორქშოფი თემაზე – წარმატების საიდუმლო გაიმართა. ვორქშოფის ძირითადი მიზანი იყო, დამსწრე აუდტიორიისთვის აეხსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დადებითი ფიქრებსა და ენერგეტიკას იმისთვის, რომ ადამიანმა სამყაროსგან მიიღოს ის, რაც მას გულით სურს. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
აკბარ გაფურის აზრით, თითოეულმა ადამიანმა “სამყაროს უნდა სთხოვოს” ის, რაც სურს და ეცადოს, მხოლოდ დადებითზე იფიქროს, უარყოფითი ფიქრები კი მაქსიმალურად აარიდოს საკუთარ თავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანმა საკუთარ თავს შთააგონოს, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს და რომ ამის ძალა მას ნამდვილად შესწევს. გაფურის განმარტებით, თუ საკუთარი თავის რწმენა გექნება და სამყაროში დადებით ენერგეტიკას გასცემ, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება.
“თეირანის ენათა ინსტიტუტის” რექტორს – აკბარ გაფურს მსგავსი ტიპის ლექციები ევროპის უნივერსიტეტში აქამდეც არაერთხელ გაუმართავს. აღნიშნული ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაცია ტურიზმი და რეალობას ხელმძღვანელის, ამავდროულად, ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის პროფესორის – ეკა დევიძის ორგანიზებით, ამავე ორგანიზაციას, ევროპის უნივერსიტეტსა და “თეირანის ენათა ინსტიტუტს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.