სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ევროპის უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა 2017 წლის 29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული ან დედანი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • ხელშეკრულების გაფორმება და აკადემიური რეგისტრაცია -11- 13 სექტემბერი

მოიცავს შემდეგ პროცედურას:

  • ხელშეკრულების გაფორმება
  • სწავლის საფასურის ¼-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (გადახდის ქვითრის) წარმოდგენა;
  • სასწავლო კურსებზე რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით (სავალდებულოა სწავლის საფასურის დაგახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა).

 

მისამართი: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N76;

ტელეფონი: 2 141 181

2 000 171

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *