2016-2017 წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების კურსდამთავრებულთა, ასევე, 2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის დამამთავრებელი სტუდენტების საყურადღებოდ!
სტუდენტების გამოსაშვები საზეიმო საღამო 28 ივლისს, The Biltmore Hotel Tbilisi-ში, 16 საათზე, გაიმართება. ღონისძიებას, სტუდენტების გარდა, დაესწრებიან მათი ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები, ადმინისტრაციის წევრები და მოწვეული საპატიო სტუმრები. ღონისძიებას გახსნის უნივერსიტეტის პრორექტორი, გოჩა თუთბერიძე, რის შემდეგაც სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. მოგვიანებით, სასტუმროს ეზოში, ქუდების აგდების ცერემონია გაიმართება და გაიჭრება საზეიმო ტორტი. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას უამრავი სიურპრიზი ელის!
ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე მანტიების გაცემასთან დაკავშირებით, მიმართეთ უნივერსიტეტის PR სამსახურს ან მოგვწერეთ ჩვენს facebook გვერდზე!