22 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” მოლაშქრეთა კლუბმა კიკეთის მიმართულებით გასვლა განახორციელა.
ლაშქრობაში მონაწილეობა მოლაშქრეთა კლუბის 24-მა წევრა მიიღო.
მოლაშქრეთა კლუბის წევრებმა თავდაპირველად კიკეთში, დავით ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ექვთიმე კერესელიძის სახელობის ეკლესია-მონასტრები მოინახულეს; შემდეგ სოფელ წვერში წმინდა გიორგის სალოცავს ესტუმრნენ და ლაშქრობა ბეთანიაში, ბეთანიის მონასტრის მონახულებით დაასრულეს.
მოლაშქრეთა კლუბმა ჯამში 18 კილომეტრი გაიარა.