საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობის კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულები ცნობილია

“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტმობილობის აქტივობის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტში” 2024-2025 გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი სტუდენტი “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან, რომელთაც საშუალება ექნებათ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ.

კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულები არიან:

  • დიანა მიქელაძე – მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
  • ლელა ყურშავიშვილი – მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
  • ოთარ ბეგიაშვილი – GBSB ბიზნესის სკოლა (მალტა).

აღსანიშნავია, რომ პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე და წაახალისონ უნივერსიტეტების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.

“ევროპის უნივერსიტეტი” მსგავსი შესაძლებლობების შეთავაზებით, უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდა-განვითარებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *