მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე

“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში შემდეგი მიმართულებებით:


საბაზისო მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა. ანატომია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

ბ. ფიზიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

გ. ბიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

დ.ბიოქიმია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

ე. ჰისტოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

ვ. გენეტიკა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

ზ. მიკრობიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

თ. იმუნოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

ი. ფარმაკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

კ.  პათოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;

ლ. ჯანდაცვა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია.


მედიცინის კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა. კარდიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ბ. პულმონოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

გ. ნეფროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

დ. შინაგანი მედიცინა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ე. ზოგადი ქირურგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ვ. უროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ზ. ტრავმატოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

თ. პედიატრია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ი. მეანობა და გინეკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

კ. ენდოკრინოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ლ. საოჯახო მედიცინა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

მ. რადიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ნ. რევმატოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ო. დერმატოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

პ. ოფთალმოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ჟ. ოტორინოლარინგოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

რ. გადაუდებელი მედიცინა – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ს. ანესთეზიოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ტ. ინფექციური დაავადებები – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

უ. ონკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ფ. ნევროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ქ. ფსიქიატრია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ღ. სამედიცინო ტოქსიკოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ყ. ნეიროქირურგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

შ. ყბა-სახის ქირურგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ჩ. ალერგოლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;

ც. გასტროენტეროლოგია – 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ პროფესორის ვაკანსია;


საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში)  სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან  მათი თანაავტორობა;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
  • უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში)  სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან  მათი თანაავტორობა;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
  • უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან  მათი თანაავტორობა;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
  • კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
  • უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტების სახით);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან  მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
  • სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
  • ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
    • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
    • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
  • „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“;
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

ონკურსის ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 18 ნოემბრიდან;
  2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 18 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით;
  3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისა;
  4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 24 იანვრისა;
  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 27 იანვრისა;
  6. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 28 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო  კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *