7 ნოემბერს EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ლატვია) პროფესორმა ლარისა ტურუსევამ “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე „როგორ შევქმნათ ეფექტური CV” ჩაატარა.
პროფესორმა ტურუსევამ სტუდენტებს ინდივიდუალურად გაუზიარა რჩევები, რაც მათ პროფესიონალური რეზიუმეს დახვეწასა და სტრუქტურირებაში დაეხმარა.
“ევროპის უნივერსიტეტი” ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე, სწორედ ამ მისიას ემსახურება მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება.