„ევროპის უნივერსიტეტი“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის აცხადებს ვორკშოპების სერიას „სტრესი, პროდუქტულობა და ენერგიის მართვა“.
სერიას 2 და 9 ნოემბერს ფსიქოლოგი, ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-Solutions” ხელმძღვანელი, ტრენერ-კონსულტანტი მაია ხოსიტაშვილი გაუძღვება.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ფსიქოგანათლებას სტრესულ სიტუაციებში პროდუქტიულობის შენარჩუნებისა და ენერგიის მართვის სტარტეგიებზე. სტუდენტები ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენებით თავად შეაფასებენ საკუთარი სტრესმედეგობის დონეს. შედეგად კი, საკუთარი ფსიქოლოგიური პროფილის გათვალისწინებით, განსაზღვრავენ პროდუქტიულობისა და ენერგიის მართვის ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
სერია მოიცავს ორ შეხვედრას:
2 ნოემბრის თემები:
- სტრესმედეგობის მექანიზმი (ენერგიის მოხმარება)
- პროდუქტიულობის მექანიზმი (ენერგიის აღდგენა)
9 ნოემბრის თემები:
- ენერგიის მართვის სტრატეგიები
- თვითზრუნვა და თვითმენეჯმენტის პრინციპები
ვორკშოპები ითვალისწინებს მონაწილეთა ჩართულობას ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში, ფსიქოლოგიურ ტესტებს, სიტუაციის მოდელირებას და კონკრეტული შემთხვევების ანალიზს.
ვორკშოპი განკუთვნილია მხოლოდ „ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის და მასზე დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე არა უგვიანეს 1 ნოემბრისა:
სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან ორივე შეხვედრას, მიიღებენ სერტიფიკატს.
თარიღი და დრო: 2,9 ნოემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის B კორპუსი, სარაჯიშვილის გამზირი 17, აუდიტორია 702