საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ მობილობის კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად, კონკურსი გამოცხადდა.  

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის სქემაში მონაწილე პერსონალის შერჩევა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ხდება “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის მიხედვით.

საერთაშორისო მობილობის კონკურსში ჩართვის უფლება აქვს:

  • უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ნებისმიერ პირს, რომლის წლიური საშუალო შეფასებაც 4.0-ზე მაღალია და ადმინისტრაციის ნებისმიერ თანამშრომელს. 

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტებისათვის:

თითოეული უნივერსიტეტისათვის ინფორმაცია სასწავლო მიმართულების, სამსახურების და სტიპენდიის დეტალების შესახებ ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.

ალბერტა კოლეჯი, ლატვია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ინფორმატიკა
  • ადმინისტრაციული მობილობა: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური; სტრატეგიული განვითარების სამსახური

ასპირას გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება,  ტურიზმი
  • ადმინისტრაციული მობილობა: უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, უნგრეთი

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა

კომენიუსის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი

მობილობის ტიპი და მიმართულება:

  • აკადემიური მობილობა: სამართალი

EKA გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, განათლება
  • ადმინისტრაციული მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები; სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი

GBSB-ის გლობალური ბიზნეს სკოლა, მალტა

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება
  • ადმინისტრაციული მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხი უზრუნველყოფის მენეჯერები

ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; მენეჯმენტი
  • ადმინისტრაციული მობილობა: ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის

ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები

მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვეცში, ხორვატია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება; ტურიზმი; ინფორმატიკა

ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი
  • ადმინისტრაციული მობილობა: ბიბლიოთეკა; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური;  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი

პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: არქეოლოგია; ისტორია
  • ადმინისტრაციული მობილობა: სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და შესაბამისი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები

რიგას სამედიცინო კოლეჯი, ლატვია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: მედიცინა

მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი

მობილობის ტიპი და მიმართულება

უელვას უნივერსიტეტი, ესპანეთი

მობილობის ტიპი და მიმართულება

ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია

მობილობის ტიპი და მიმართულება

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: ბიზნეს ადმინიტრირება

გაბრიელ დ’ანუნციოს სახელობის კიეტი-პესკარას უნივერსიტეტი, იტალია

მობილობის ტიპი და მიმართულება

  • აკადემიური მობილობა: მედიცინა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/QDuu5szPuKmbVBsPA

განაცხადის ფორმა ივსება მხოლოდ ერთხელ და თანამშრომელს აქვს უფლება დააფიქსიროს ინტერესი მაქსიმუმ სამი უნივერსიტეტისათვის. 

განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ: პირადობის მოწმობის/პასპორტის სკანირებული ვერსია, რეზიუმე (სასურველია Europass-ის ფორმატით) და ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება* (უელვას უნივერსიტეტი, მალაგას უნივერსიტეტი და ზაგრების უნივერსიტეტისათვის).

მშობლიური უნივერსიტეტის მხრიდან, დოკუმენტის ხელმოსაწერად, გთხოვთ, მიმართოთ დეკანს; მასპინძელი უნივერსიტეტიდან ხელმოწერის მისაღებად, კანდიდატმა თავად უნდა მოიძიოს, მიმართულების შესაბამისი, მიმღები პირი, რომელიც პასუხიმგებელი იქნება ხელმოწერაზე.

*კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა (უელვას უნივერსიტეტი და მალაგას უნივერსიტეტი): 10 ნოემბერი, 19:00 საათი.

კონკურსში წარმოდგენილი ყველა სხვა უნივერსიტეტისათვის: 15 ნოემბერი, 19:00 საათი.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

International.office@eu.edu.ge

76 გურამიშვილის გამზირი, ოთახი 317

ტელ.: (995) 322 000 171 (Ext. 147)

ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *