“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები” გაიმართა.
ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი, მოსამართლე ვლადიმერ წითლაური უძღვებოდა.
საჯარო ლექციის ფარგლებში, ვლადიმერ წითლაურმა განიხილა არასრულწლოვნის ცნება სისხლის სამართლებრივ ჭრილში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და მისი მიზნები, აგრეთვე, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები – განრიდება-მედიაცია და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრინციპი.
შეხვედრას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.