მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად.

 პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს,  ცოდნისა და უნარჩვევების დახვეწაში.

 პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2025 წლის 3-7 თებერვალი.

 კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 3.0 ან მეტი.
  • სწავლის საფეხურიდიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ან ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-7 სემესტრელი სტუდენტები.

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით :

  • სამოტივაციო წერილი
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 27 ოქტომბრის ჩათვლით.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 29 ოქტომბერს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.

შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს ევროპის უნივერსიტეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *