სხვა სიახლეები

ტრენინგები საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის

სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საჯარო სკოლის პედაგოგებს სისტემატურად სთავაზობს უფასო ტრენინგებს, მათი პროფესიული გაძლიერების მიზნით.

აღნიშნული ტრენინგები თანხვედრაშია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ სიახლეებთან.

2020 და 2021 წლების განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ახალი სკოლის მოდელის თემატიკასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, 2022 წლიდან კი ტრენინგ-მოდულები ეხებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ გამოცდებს, ასევე, კვლევისა და მდგრადი განვითარების, კურიკულუმის შემუშავებისა და სწავლება-შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის საკითხებს.

2023-2024 სასწავლო წელს განათლების ეროვნული სტანდარტების მიხედვით დარგის ექსპერტების მიერ შემუშავდა 4 ახალი ტრენინგ-მოდული:

  • შეფასება სკოლაში – შეფასების საშუალებები და სტრატეგიები;
  • სამოდელო გაკვეთილის ტიპები;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება: ქეისები და დილემები;
  • კურიკულუმის შექმნა სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინებით.

აღნიშნულ ტრენინგებს ჯამურად 100 პედაგოგი დაესწრო შემდეგი საჯარო სკოლებიდან:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა;
  • სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლა;
  • ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა;
  • თბილისის 207-ე საჯარო სკოლა,
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის დუშეთის 1-ელი საჯარო სკოლა;
  • ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლა;
  • თბილისის 219-ე საჯარო სკოლა;
  • ყვარლის ახალსოფლის მე-2 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ სამტრედიის მე-10 საჯარო სკოლა;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის 1-ელი საჯარო სკოლა;
  • აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ლანჩხუთის მე-3 სკოლა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *