23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები” გაიმართება.
ლექციას მოსამართლე, “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი ვლადიმერ წითლაური გაუძღვება.
საჯარო შეხვდრის ფარგლებში ვლადიმერ წითლაური არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობას და ზოგად პრინციპებს განიხილავს.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი (მის.: გურამიშვილის გამზირი 76), ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი (505 აუდიტორია).