მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ბერლინში, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმზე საკუთარი მოხსენებები წარადგინეს

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა – ანა ენუქიძემ და ჯანის ხანმა ბერლინში აკონის უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სიმპოზიუმზე საკუთარი მოხსენებები წარადგინეს.

სტუდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტში, რომელიც ბერლინში 13-15 ოქტომბერს გაიმართა.

პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების მგზავრობის და სასტუმროში განთავსების ხარჯები გერმანული მხარის მიერ სრულად დაფინანსდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *