“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები – ანა ენუქიძე და ჯანის ხანი ბერლინის აკონის უნივერსიტეტში იმყოფებიან, სადაც 12-13 ოქტომბერს საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას და კვლევაზე დაფუძნებულ სამეცნიერო მოხსენებებს წარადგენენ.
სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ 13-15 ოქტომბერს მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტს დაესწრონ.
პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების მგზავრობის და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად დაფინანსდა გერმანული მხარის მიერ.