ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) აქტივობის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი პიქსელის გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტში (ჰასელტი, ბელგია) სრულად დაფინანსებული ერთკვირიანი ტრენინგის ტიპის მობილობის მიზნით.
ტრენინგი მოიცავს ლექციათა სერიას ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ როგორ ცვლის მანქანური სწავლება და ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) ჩვენი კომუნიკაციისა და დასწავლის ფორმებს.
პროგრამა მოიცავს როგორც ლექციებს, ისე ინტერაქტიურ სემინარებს, საველე ვიზიტებს და კულტურულ ღონისძიებებს.
მობილობის განხორციელების თარიღებია 24-30 ნოემბერი, რაც მოიცავს 5 დღეს აქტივობებში ჩასართავად და 2 დღეს მგზავრობისათვის.
ვაკანტური ადგილების ოდენობა: 10
ჯამური სტიპენდიის ოდენობა: 1083 (მოიცავს ყოველდღიურ სტიპენდიას – 79 ევრო 7 დღის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა, სამგზავრო სტიპენდიას – 530 ევრო ორმხრივი მგზავრობისათვის)
საცხოვრებლისა და მგზავრობის დაგეგმვაში შერჩეულ სტუდენტებს ასისტირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს:
ა) კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე და სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით;
ბ) კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, რისი შემოწმებაც მოხდება გასაუბრების ეტაპზე.
შესარჩევი ეტაპი მოიცავს გასაუბრებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელისა და საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლობით დაკომპლექტებულ კომისიასთან ინგლისურ ენაზე.
გასაუბრების ეტაპზე მოწმდება სტუდენტის მოტივაცია და ინგლისური ენის ფლობა.
გასაუბრება გაიმართება 21 ოქტომბერს; დეტალების შესახებ ინფორმაციას კანდიდატები მიიღებენ ევროპის უნივერსიტეტის პირადი ელ.ფოსტის საშუალებით.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 17 ოქტომბრის 18:00-მდე:
https://forms.gle/imk9PfKuaxEApTGd6
სარეგისტრაციო ფორმაში დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის/პასპორტის, CV-ის და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია.