“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის და ფსიქოლოგიის პროგრამების პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ მიაწოდეს.
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებს ექიმის პროფესიაზე და მის პროფესიონალიზმზე “ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი ოთარ ტატიშვილი ესაუბრა.
“ევროპის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა პირველკურსელებს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, საბიბლიოთეკო ფონდი და სამეცნიერო ბაზები გააცნეს.