„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის ესპანეთის „სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში“ პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად.
შერჩეული სტუდენტები „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით ესპანეთში სტაჟირებას 2025 წლის 17-21 თებერვალს გაივლიან.
პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.5 ან მეტი
- სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-3 სემესტრის სტუდენტი
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით :
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 7 ოქტომბრის18:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 9 ოქტომბერს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 20 სტუდენტი.
შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.
შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს ევროპის უნივერსიტეტი.