სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

saorientacio-shexvedra-samartal

24 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის 2024/25 აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის საკითხები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები განიხილეს.

სტუდენტებს ფინანსურ ნაწილზე ინფორმაცია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს.

საინფორმაციო შეხვედრას ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე უძღვებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *