მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვაკანსია “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ექთნის და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის ,,ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშიექთნის და ექთნის დამხმარის პოზიციაზე სტუდენტების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 25 სექტემბრის 18:00 საათამდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით :

1. სამოტივაციო წერილი

2. გასაუბრება კომისიის წევრებთან

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციასთან.

ექთნის პოზიცია

ფუნქციამოვალეობები:

  • პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
  • სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
  • მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
  • ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
  • პაციენტის დაბრკოლების, ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთანის ინფორმირება;
  • ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
  • პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი
  • კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უნდა იყოს ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის მე-7 ან უფრო მაღალი სემესტრის აქტიური სტატუსის სტუდენტი;
  • GPA > 2.5
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ექთნის დამხმარე 

ფუნქციამოვალეობები: 

  • პაციენტთა საექთნო პროცესებში მონაწილეობა;
  • არსებული ასეპტიკაანტისეპტიკის ნორმების დაცვა;
  • პაციენტის ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა
  • ექთნის დახმარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის დროს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უნდა იყოს ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის მე-5 ან უფრო მაღალი სემესტრის აქტიური სტატუსის სტუდენტი;
  • GPA > 2.5

პიროვნული უნარჩვევები (ექთანი):

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დადგენილი შინაგანაწესით მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პიროვნული უნარჩვევები (ექთნის თანაშემწე):

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;

 დასაქმებულისთვის შეთავაზებული იქნება:

  •  მოქნილ სამუშაო გრაფიკი;
  •  3 თვიანი სტაჟირება ანაზღაურების გარეშე და შემდგომი კონკურენტული ანაზღაურება;
  •  ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურა;
  •  უსაფრთხო სამუშაო გარემო;
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 35

კონკურსის ვადები:

კონკურსის პირველი ეტაპიგასაუბრება ფაკულტეტის წარმომაგენლებისგან შემდგარ კომისიასთან ჩატარდება 26-27 სექტემბერს.

კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციასთან  ჩატარდება 1-2 ოქტომბერს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა სულ 10 სტუდენტი ექთნის და 5 სტუდენტი ექთნის დამხმარის პოზიციაზე.

შედეგები გამოქვეყნდება 4 ოქტომბერს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *