სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის EnlargEU-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

5 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის EnlargEU-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ჟან მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა თათია დოლიძემ, “ერაზმუს +” საქართველოს ეროვნული ოფისის დირექტორმა მარიამ სულაშვილმა და “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ გახსნეს.

მთავარ სესიებში გამოჩენილი საერთაშორისო სპიკერები მონაწილეობდნენ, მათ შორის: CEPS-ის უფროსი მკვლევარი სტივენ ბლოკმანსი და ISG-ის პროფესორი და მკვლევარი ფრანსუა მასკლანისი. მათ ისაუბრეს ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე და ევროპის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის დიქოტომიის, სეპარატიზმის და ინტეგრაციის კონტექსტში.

პანელური დისკუსია, რომელსაც თათია დოლიძე უძღვებოდა, შეეხო საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭრილში. პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ერეკლე ინატბელიძე და იენის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე.

ღონისძიება დასრულდა ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიით, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პანელის წევრებთან დისკუსიაში შესულიყვნენ. ამის შემდეგ გაიმართა ჟან მონეს აკადემიის დაჯილდოების ცერემონია და ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტმა” ევროპული კვლევების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროკომისიისგან ჯილდო მიიღო.

ცერემონიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ჟან მონეს საზაფხულო აკადემიის EnlargEU-ს წარმატება და მისი გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ აკადემიური დისკუსიების წახალისებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *