ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, 5 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტს ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
ვიზიტში მონაწილეობა „ზაგრების უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრება კორსჯენკა დუმანჩიჩმა, ივანა მარიჩმა, ივანა ნაჩინოვიჩმა და ანნა ალქქსიჩმა მიიღეს.
სამუშაო სესიას ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე და ბიზნესისა და ტქენოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი სალომე ხარაიშვილი დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, მხარეებმა განიხილეს სამომავლო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და ინსტიტუციური კავშირების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრა ინტერაქციული ხასიათით გამოირჩეოდა და ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას წარმოადგენდა.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი პლატფორმები ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის” ერთგულებას განათლებისა და პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლების მიმართ.